კომპიუტერი
XX საუკუნეში ელექტრონიკის დარგში გაკეთებულმა
აღმოჩენებმა
ტექნოლოგიურ
რევოლუციამდე
მოგვიყვანა
და
ცხოვრების
წესი
შეგვიცვალა.
წინათ ინფორმაცია ქაღალდზე - წიგნებში, გაზეთებსა თუ ჟურნალებში ინახებოდა. მათ შესანახად საჭირო იყო დიდი სისტემები და ბიბლიოთეკები.
XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ექსპერიმენტები ელექტრონიკის დარგში.
მეცნიერებმა
გამოიგონეს
ელექტრონული
ლამპები,
რომელთაც
შეეძლოთ
ემართათ
ელექტროდების
სუსტი
ნაკადი.
ლამპებს
პირველად
რადიომიმღებში
სიგნალის
გასაძლიერებლად
იყენებდნენ.
40-იან
წლებში
ლამპები
გამოიყენეს
პირველი
კომპიუტერის
ასაგებად.
ამ
"ვეება
მანქანას"
მთელი
ოთახი
ეჭირა,
მაგრამ
ანგარიშის
გარდა
არაფერი
შეეძლო.
1958 წელს მიკროსქემა
- ჩიპი
გამოიგონეს.
ეს
რამდენიმე
მილიმეტრის
სისქის
სილიციუმის
(კაჟის)
თხელი
ფირფიტაა.
მიკროჩიპი
ასობით
ელექტრულ
წრედს
შეიცავს
და
თითქმის
ყველა
მანქანის
მართვა
შეუძლია,
თუკი
სათანადოდ
იქნება
დაპროგრამებული.
მიკროსქემის
გამოგონებამ
შესაძლებელი
გახადა
უფრო
პატარა,
სწრაფი
და
მძლავრი
კომპიუტერების
აგება.
თანამედროვე
კომპიუტერს
ანგარიშის
გარდა,
ინფორმაციის
სწრაფი
მოძებნა
და
დამახსოვრება
შეუძლია.
კომპიუტერი
ერთ
წამში
გადაათვალიერებს
ელექტრონული
ხერხით
დამახსოვნებულ
მთელ
ბიბლიოთეკას
და
ნებისმიერი
წიგნის
საჭირო
გვერდს
გიჩვენებთ.
პრაქტიკულად,
კომპიუტერი
გამოიყენება
თანამედროვე
ადამიანის
საქმიანობის
ყველა
სფეროში.
უკანასკნელ
წლებამდე
ცნობილი
იყო,
რომ
პირველი
ეგმ
ააგეს
1945 წელს
ამერიკელმა
ფიზიკოსებმა
ჯონ
ეკრტიმ
(Jon Presper Eckert) და ჯონ მოუჩლიმ (Jone Mauchiy), რომლის სახელწოდებაც იყო "ენიაკი"
(ENIAK – Electronic Numerical Integrator and Computer), მაგრამ სინამდვილეში
ყველაფერი
სხვაგვარად
მოხდა.
მართალია,
"ენიაკი"
მსოფლიოში
მომუშავე
პირველი
ეგმ-ია, რომლის
კონსტრუქროტები
არიან
ეკერტი
და
მოუჩლი
და
მათ
დიდი
ღვაწლი
მიუძღვით
გამოთვლითი
ტექნიკის
განვითარებაში,
მაგრამ
ეგმ-ის მუშაობის
პრინციპები
მათ
მიერ
არ
ყოფილა
მოფიქრებული.
ეს პრინციპები
პირველად
ჩამოაყალიბა
1937 წელს,
აიოვას
შტატის
ქ.
ეიმსში
მომუშავე
ამერიკელმა
ფიზიკოსმა,
წარმოშობით
ბულგარელმა
ჯონ
ატანასოვმა.
ამის
გარდა,
ატანასოვმა
თავის
დამხმარე
კლიფორდ
ბეტისთან
ერთად
სცადა
აეგო
პირველი
ეგმ-ი. ეს კომპიუტერი,
რომელსაც
მათ
უწოდეს
"ABC", პრაქტიკულად დამთავრდა 1942 წელს. დარჩა
მხოლოდ
პერიფერიული
ნაწილის
აგება
და
ის,
რომ
"ABC"ექსპლუატაციაში ვერ შევიდა, ამის მიზეზი გახდა II მსოფლიო ომი. ეს ფაქტი ცნობილი იყო ბევრი მეცნიერისთვის და მათ შორის
მოუჩლისთვისაც.
1973 წელს დაიწყო
ორი
დიდი
ფირმის
დავა
კომპიუტერის
ავტორობის
შესახებ.
ჩატარდა
სასამართლოს
135 სხდომა.
დამტკიცდა,
რომ
1940 წელს
ატანასოვს
მიუწვევია
მოუჩლი,
უჩვენებია
მისთვის
ხელნაწერები,
გაუცვნია
გამოთვლითი
მოწყობილობის
მუშაობის
პრინციპი.
გაირკვა,
რომ
ამ
ვიზიტის
შემდეგ
მოუჩლიმ
შეძლო
ეგმ-ის შექმნა,
რაც
გაფორმდა
პირველი
კომპიუტერის
სახით.
ამრიგად,
დღეისთვის
კომპიუტერის
ავტორობის
მორალური
უფლება
მხოლოდ
ატანასოვს
აქვს.
როგორც
აღვნიშნეთ,
კომპიუტერი
არის
პროგრამის
მიხედვით
ამტომატურად
მართვადი
სწრაფმომქმედი
ელექტრონული მანქანა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა დიდი მოცულობის
ინფორმაციის
შენახვა,
დამუშავება
და
გადაცემა.
ბოლო წლებში
კომპიუტერის
რაოდენობამ
საგრძნობლად
მოიმატა.
მის
რიცხობრივ
ზრდასთან
ერთად,
არანაკლებ
სწრაფად
მიმდინარეობდა
მათი
სრულყოფის
პროცესიც.
ელემენტური
ბაზის,
ტექნიკური
მახასიათებლების
და
ინფორმაციის
დამუშავების
მიხედვით
მიღებულია
კომპიუტერის
დაყოფა
თაობებად:
I თაობა (1950-1957) - ამ თაობის
მანქანები
აგებული
იყო
ლამპებზე
და
ელექტრონულ-სხივურ
მილაკებზე.
ისინი
არსებობდნენ
1957 წლამდე.
ამ
თაობების
ეგმ-ზე წარმოდგენა
რომ
ვიქონიოთ,
საკმარისია
აღვნიშნოთ,
რომ
პირველი
კომპიუტერი
"ენიაკი"
იწონიდა
27ტ-ს, შედგებოდა
18000 ლამპისგან,
იკავებდა
200 მ2
ფართობს
და
მას
ემსახურებოდა
პროგრამისტთა
და
ინჟინერთა
მთელი
არმია.
ამ
თაობის
მანქანებს
მეხსიერება
მაგნიტურ
დოლებზე
ჰქონდათ.
მათი
მუშაობის
სიჩქარე
თანამედროვე
კომპიუტერთან
შედარებით
ძალზე
მცირე
იყო.
წამში
მხოლოდ
10-15 ათასი
არითმეტიკული
ოპერაციების
შესრულება
შეეძლო.
ეს
მანქანები
ძირითადად
ექსპერიმენტული
მოწყობილობები
იყვნენ
და
მათ
აგებდნენ
სხვადასხვა
თეორიული
მოსაზრებების
შესამოწმებლად.
"ენიაკის"
პარალელურად,
დიდ
ბრიტანეთში
საიდუმლოდ
იქმნებოდა
კომპიუტერი
IBMკომპიუტერს
შეეძლო
კოდების
გაშიფრა,
რის
გამოც
საჭირო
იყო
მისი
გასაიდუმლოება.
მას
იყენებდნენ
გერმანიაში
პირველი
და
მეორე
მსოფლიო
ომის
დროს.
კოდების
გახსნის
მათემატიკური
მეთოდი
შექმნილი
იყო
მათემატიკოსთა
ჯგუფის
მიერ,
რომელშიც
შედიოდა
ალან
ტიურინგი(Alan
Turing). 1943 წელს ლონდონში გამოიგონეს მანქანა Colossus,, რომელსაც ჰქონდა
1500 ელექტრონული
ლამპა.
ამ
მანქანის
ავტორნი
და
შემქმნელნი
არიან
- მ.
ნიუმენი
და
ფ.
ფლაუერი.
1937 წელს მათემატიკოსმა
ჰოვარდ
ეიკენმა
(Howard Aiken) წარმოადგინა დიდი გამომთვლელი მანქანის შექმნის პროექტი. იგი დაასპონსორა ფირმა IBM-ის პრეზიდენტმა ტომას ვატსონმა (Tomas Watson), რომელმაც
ამ
საქმეში
ჩადო
500 000 დოლარი.
Mark-1-ის
დაპროექტება
დაიწყო
1939 წელს
და
გამოვიდა
როგორც
IBM-ის
პროდუქცია.
1955 წელს ფირმა Ferrant-იმ გამოუშვა კომპიუტერი Pegasus, რომელშიც
გამოყენება
ჰპოვა
საერთო
დანიშნულების
რეგისტრების
კონცეფციამ.
აღნიშნული
კომპიუტერისათვის
ამერიკის
შეერთებული
შტატების
საზღვაო
ფლოტის
ოფიცერმა,
(შემდგომში
ადმირალმა)
პროგრამისტმაგრეის
ხოპერმა
შექმნა
პირველი
კომპილატორი
- პროგრამა,
რომელიც
ადამიანისთვის
გასაგებ
სიმბოლურ
ენაზე
დაწერილ
პროგრამას
თარგმნიდა
მანქანურ
ენაზე.
კომპილატორი
საგრძნობლად
აადვილებდა
პროგრამირების
პროცესს.
უნდა აღვნიშნოთ,
რომ
კომპიუტერული
მეცნიერების
ფუძემდებლად
სამართლიანად
ითვლებიან
კლოდ
შენონი
- ინფორმაციის
თეორიის
შემქმნელი,
ალან
ტიურინგი
- მათემატიკოსი,
პროგრამირების
და
ალგორითმების
თეორიის
შემქმნელი
და
ჯონ
ფონ
ნეიმანი
- გამომთვლელი
მოწყობილობების
კონსტრუქციის
ავტორი.
პირველი
თაობის
კომპიუტერებია:
"ენიაკი",
СТРЕЛА, УРАЛ-2, M-20 და სხვა. ეს კომპიუტერები დიდი მოცულობისა და ნაკლებად საიმედონი იყვნენ, საჭიროებდნენ აგრეთვე ბევრ ელექტროენერგიას.
II თაობა
(1958-1963) - ელექტრონული ტექნიკის განვითარებამ, კერძოდ, ტრანზისტორული
(ნახევარგამტარული)
ელემენტების
გამოჩენამ
განაპირობა
II თაობის
კომპიუტერის
შექმნა.
ლამპა
შეიცვალა
უფრო
საიმედო
და
უფრო
სწრაფი
ტრანზისტორით.
ამ
მანქანებს
მახსოვრობა
ჰქონდათ
მაგნიტურ
გულანებზე.
ისინი
წარმოადგენდნენ
პატარა
რგოლებს,
რომლებსაც
შეეძლოთ
დაემახსოვრებინათ
ორმაგი
ინფორმაცია.
ტრანზისტორული
კომპიუტერი
მის
წინამორბედისგან
განსხვავებით
გამოირჩეოდა
მაღალი
სწრაფქმედებით.
გაიზარდა
მისი
მუშაობის
საიმედობა,
გამოყენების
სფერო,
შემცირდა
მისი
გაბარიტები
და
მოხმარებული
ენერგია.
მას
იყენებდნენ
სხვადასხვა
სტატისტიკური
და
ეკონომიური
ამოცანების
ამოსახსნელად.
დიდია
მისი
წვლილი
სამეცნიერო-ტექნიკური
ამოცანების
გადაწყვეტაშიც.
ამ წლების
მნიშვნელოვანი
მონაპოვარი
განეკუთვნება
პროგრამის
სფეროს.
II თაობის
კომპიუტერებში
პირველად
გაჩნდა
ის,
რასაც
დღეს
ვეძახით
ოპერაციულ
სისტემას.
ასევე,
ამ
წლებში
შეიქმნა
დაპროგრამების
ენები:
ფორტრანი,
კობოლი,
ალგოლი.
ამ თაობის
კომპიურეტებია:
M-220, БЕСМ-4, УРАЛ-14,МИНСК-2, МИНСК-4 და სხვა.
III თაობა (1963-1974) - 1964
წელს
ფირმა
IBM-მა
წარადგინა
ექვსმოდულიანი
მოწყობლობაIBM,
რომელიც
იყო
პირველი
კომპიუტერი
მესამე
თაობაში.
ეს
მანქანები
ერთმანეთს
უკავშირდებოდნენ
ოპერატიული
სისტემით
და
ჰქონდათ
ბრძანების
ერთიანი
სისტემა.
1957 წელს რობერტ
ნოისმა
(შემდგომში
Intel-ის
დამაარსებელი)
გამოიგონა
სრულყოფილი
მეთოდი,
რომლის
საშუალებით
ერთ
ფირფიტაზე
თავსდებოდა
რამდენიმე
ათეული
ტანზისტორი
და
მათი
შემაერთებელი
ყველა
საშუალება.
მიღებულ
ელექტრულ
სქემას
უწოდეს
ინტეგრალური
სქემა
ანუ
ჩიპი.
1968 წელს
გამოვიდა
პირველი
კომპიუტერი
ინტეგრალუტი
სქემით.
ხოლო
1970 წელს
Intel ფირმამ
დაიწყო
ინტეგრალუტი
სქემის
გაყიდვა.
ამავე
წელას
Intel ფირმამ
ააგო
დიდი
ეგმ-ის ცენტრალური
პროცესორის
ანალოგიური
ინტეგრალური
სქემა.
ასე
გაჩნდა
პირველი
მიკროპროცესორი
lntel-4004.
ინტეგრალური სქემების გამოყენებამ გამოიწვია ამ თაობის კომპიუტერის სწრაფმოქმედების საგრძნობი ამაღლება
(80-100 ათასი
არითმეტიკული
ოპერაცია
წამში).
აგრეთვე
შეიქმნა
დისკური
ტიპის
მეხსიერება
და
ინფორმაციის
შემტან-გამომტანი
მოწყობილობა
- დისფლეი.
დისფლეი
შედგება
ეკრანისა
და
კლავიატურისადან.
დისკური
ანუ
გარე
მეხსიერება
განკუთვნილია
იმ
ინფორმაციის
დასამახსოვრებლად,
რომელიც
მომხმარებელმა
შეიძლება
მრავალჯერ
გამოიყენოს.
კომპიუტერის
განვითარების
პროცესს
თან
სდევდა
მანქანის
პროგრამული
უზრუნველყოფის,
საექსპლუატაციო
შესაძლებლობათა
და
მრავალი
სხვა
მაჩვენებლის
მკვეთრი
გაუმჯობესება.
მოიპოვა
რა
ლიდერობა,
სწორედ
ამ
წლებში
დაიწყო
IBMფირმამ
IBM ტიპის
კომპიუტერების
გამოშვება,
დაწყებული,
პატარა
კომპიუტერებიდან,
დამთავრებული
ყველაზე
მძლავრი
და
ძვირადღირებული
კომპიუტერით.
60-70-იანი წლები
იღბლიანი
გამოდგა.
1969 წელს
"დაიბადა"
პირველი
გლობალური
კომპიუტერული
ქსელი
- სწორედ
ის
ქსელი,
რასაც
დღეს
"Internet-ს" ვუწოდებთ. ასევე, სწორედ 1969 წელს ერთდროულად გამოჩნდნენ ოპერატიული სისტემა Unik და დაპროგრამების
ენა
"C", რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს პროგრამულ სამყაროზე და დღესაც ინარჩუნებენ ამ მდგომარეობას.
ამ თაობის
კომპიუტერებს
მიეკუთვნება:
EC-1022, EC-1035, CM-2, CM-4, EC-1055 და სხვა.
IV თაობა (1975-1985) - სამწუხაროდ, 1975 წლიდან კომპიუტერის
თაობების
ცვლის
სწორხაზოვნება
ირღვევა...
ითვლება,
რომ
1975-85 წლების
პერიოდში
გამოსული
კომპიუტერები
ეკუთვნის
IV თაობას,
მაგრამ
არსებობს
სხვა
მოსაზრებებიც:
ბევრი
მეცნიერი
თვლის,
რომ
ამ
წლების
მიღწევები
იმდენად
მნიშვნელოვანი
არ
არის,
რომ
ამ
პერიოდში
გამოშვებული
კომპიუტერები
ახალ
თაობას
მივაკუთნოთ.
ამ
მოსაზრების
მიმდევრები
მესამე
თაობას
"III + ნახევარ"-ის თაობის კომპიუტერებს უწოდებენ და მხოლოდ
1985 წლიდან
დღემდე
გამოსულ
კომპიუტერებს
თვლიან
IV თაობის
მანქანებად.
რაც მთავარია,
სწორედ
80-იანი
წლების
დასაწყისიდან,
პერსონალური
კომპიუტერების
გამოჩენის
წყალობით,
კომპიუტერული
ტექნიკა
მართლაც
გახდა
ხელმისაწვდომი
საზოგამოებისთვის.
V თაობის
კომპიუტერი
- განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია
ე.წ. V თაობის
კომპიუტერები;
ამ
თაობის
კომპიუტერების
აგების
პროგრამა
შეიქმნა
იაპონიაში
1982 წელს.
პროგრამის
მიხედვით
გათვალისწინებული
იყო,
რომ
1991 წელს
გამოვიდოდა
სრულიად
ახალი
ტიპის
კუმპიუტერები,
რომლებიც
ორიენტირებულნი
იქნებოდნენ
ხელოვნური
ინტელექტის
ამოცანების
ამოხსნაზე.
ამ
მანქანების
ენა
იქნებოდა
პროლოგი
და
მათი
ძირითადი
ამოცანა
კი
არა
ინფორმაციის,
არამედ
ცოდნის
შენახვა
და
დამუშავება.
მოკლედ
რომ
ვთქვათ,
ამ
მანქანებისთვის
პროგრამებს
კი
არ
დაწერდნენ,
არამედ,
"ბუნებრივ
ენაზე"
აუხსნიდნენ,
თუ
რას
ითხოვდნენ
მისგან
და
ეს
მანქანაც
ყველაფერს
გააკეთებდა.პერსონალური
კომპიუტერი
პერსონალური კომპიუტერი მისი წინამორბედისგან გამოირჩევა ბევრი
უპირატესობით,
როგორიცაა
სიმარტივე,
საიმედობა,
დაბალი
ფასი
და
სხვა.
სწორედ
ამ
უპირატესობების
გამო,
გამოთვლითი
ტექნიკა
ადამიანის
მოღვაწეობის
ყველა
სფეროში
შეიჭრა,
რამაც,
თავის
მხრივ,
საინფორმაციო
ტექნოლოგიების
განვითარების
ტემპების
არნახული
ზრდა
გამოიწვია.
პირველი
პერსონალური
მიკროკომპიუტერი,
სახელწოდებით"Altair",
შეიქმნა
1974 წელს.
ამ
კომპიუტერის
მწარმოებელი
კომპანიაMITS
დააარსა
ედ
რობერტსმა.
ფაქტიურად,
"Altair" წარმოადგენდა მიკროკომპიუტერის ასაწყობ კომპლექტს
და
ძალიან
განსხვავდებოდა
თანამედროვე
პერსონალური
კომპიუტერებისგან.
მას
არ
ჰქონდა
კლავიატურა
და
მონიტორი.
მონაცემების
შეყვანა
ხორციელდებოდა
წინა
პანელზე
მოთავსებული
გადამრთველების
საშუალებით.
ამ
კომპიუტერისთვის
პროგრამების
ინტერპრეტატორი
ბეისიკი
კი
შექმნა
კორპორაცია
Microsoft-ის
დამაარსებელმა
- ბილ
გეიტსმა.
1977 წლისათვის გამოვიდა სხვადასხვა ფორმის კიდევ რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი:Tandy, Commodore, Apple II. განსაკუთრებით
საყურადღებოა
კომპიუტერი
Apple, რომლის
პირველი
მოდელი
ორმა
ახალგაზრდა
მეგობარმა
სტივ
ჯობსმა
და
სტივ
ვოზნეაკმა
შექმნეს.
1976 წელს
მათ
დააარსეს
კომპანია
Apple Computer, რომლის სამუშაო ოფისად გამოიყენეს ჯობსის მშობლების ბინის ერთ-ერთი საძინებელი ოთახი. 1977 წელს მათ მიერ შექმნილი კომპუტერის შემდგომი მოდელი
Apple II გამოირჩეოდა კარგი დიზაინითა და საიმედოობით. ეს იყო მსოფლიოში
პირველი
პერსონალური
კომპიუტერი,
ფერადი
გრაფიკით.
ამ
მოდელს
დიდი
წარმატება
ხვდაწილად.
უკვე
1980 წელს
Apple Computer-ის შემოსავალი შეადგენდა 117 მლნ. დოლარს.
1979 წელს გამოვიდა
Apple II-ის
მოდიფიცირებული
მოდელი
Apple II plus. ის წარმოადგენდა უკვე საკმაოდ დახვეწილ პერსონალურ კომპიუტერს, რომელთანაც სპეციალური პლატების მეშვეობით შეიძლებოდა სხვადასხვა მოწყობილობების (საბეჭდი, დისკური
მოწყობილობის,
ფერადი
ტელევიზორის)
მიერთება.
Apple II plus-თვის შექმნილმა "ელექტრონული ცხრილების" პირველმა პროგრამამ
სახელწოდებით
VisiCalc გადააქცია
ეს
კომპიუტერი
სერიოზულ
ინსტრუმენტად
(მცირე
ფირმების
ბუღალტერიის
წარმოებისათვის).
70-იანი წლების
ბოლოს
პერსონალური
კომპიუტერის
გავრცელებამ
გამოიწვია
დიდი
და
პატარა
ეგმ-ებზე მოთხოვნილების
შემცირება.
ეს
გახა
IBM (Intelnational Business Machines Corporation) ფირმის სერიოზული
შეშფოთების
საგანი
და
ამიტომ
1979 წლიდან
გადაწყვიტეს
პერსონალური
კომპიუტერების
გამოშვება.
კომპიუტერის
მიკროპროცესორად
არჩეულ
იქნა
უახლესი Intel-8088მიკროპროცესორი;
ახალი პროცესორის გამოყენებამ გაზარდა კომპიუტერის შესაძლებლობები, რადგან ის მუშაობდა
1 მბტ.
მეხსიერებასთან,
ხოლო
ყველა
სხვა
კომპიუტერი
იყო
64 კბტ.
შეზღუდული
მეხსიერებით.
ამ
კომპიუტერის
პროგრამული
უზრუნველყოფა
შემუშავებულ
იქნა
ფირმა
Microsoft-ის მიერ. 1981 წლის აგვისტოში გამოვიდა ახალი კომპიუტერი IBM PC და ძალიან
მალე
დიდი
პოპულარობაც
მოიპოვა.
ერთი-ორი წლის შემდეგ
IBM PC კომპიუტერმა
წამყვანი
ადგილი
დაიკავა
კომპიუტერული
ტექნიკის
ბაზაზე
და
პერსონალური
კომპიუტერის
სტანდარტად
იქცა.
დღეს
ასეთი
კომპიუტერები
(IBM PC-თან
თავსებადი)
შეადგენენ
მსოფლიოში
წარმოებული
კომპიუტერების
90%-ს.
1983 წლს გამოვიდა IBM PC XT კომპიუტერი, რომელსაც ჰქონდა მყარი დისკი "ვინჩესტერი"და 1985 წელს კი გამოვიდა
IBM PC AT ახალი
Intel-80286 პროცესორის ბაზაზე. იგი 3-4-ჯერ უფრო სწრაფად მუშაობდა, ვიდრე მისი წინამორბედი. მალე სხვა ფირმებმაც
დაიწყეს
IBM PC- თან
თავსებადი
კომპიუტერების
წარმოება,
რომლებსაც
უფრო
იაფად
ყიდნენ.
ზოგიერთმა
ფირმამ
უფრო
სწრაფად
"აითვისა"
ტექნიკური
მიღწევები,
ვიდრე
IBM-მა.
ახალი
კომპიუტერი
Intel-80386-მა, პროცესორით გამოუშვა უკვე არა IBM-მა არამედ ერთ-ერთმა სხვა ძლიერმა კომპანიამ. ასე, რომ IBMMფირმამ დაკარგა ლიდერის როლი და გახდა ერთ-ერთი სხვა ფირმებს შორის.
ამრიგად, დასახელება " IBM PC" სულაც არ ნიშნავს, რომ კომპიუტერი ამ ფირმის მიერ არის დამზადებული. დღეს ამ ტიპის
კომპიუტერების
უმეტესობა
იწყობა
სამხრეთ-აღმოსავლეთ
აზიაში,
სადაც
მათი
წარმოება
უფრო
იაფია.
IBM PC ტიპის კომპიუტერების განვითარება ხდება
სხვადასხვა
ფირმის
მეშვეობით,
თუმცა
IBM-ის
ფირმა
მაინც
რჩება
ყველაზე
დიდ
მწარმოებელ
ფირმად.
კომპიუტერები
Intel-80386X, 80486, Pentium პროცესორებით Super-VGA 800x600 და
1024x768 მინიტორებით
დაამზადა
არაIBM-მა, არამედ
სხვა
ფირმებმა.
IBM PC ტიპის
კომპიუტერების
განვითარებაზე
დღეს
ყველაზე
დიდ
გავლენას
ახდენს
მიკროპროცესორების
- "კომპიუტერის
ტვინის"
მწარმოებელი
Intel ფირმა
და
ფირმა
Microsoft, რომელმაც გამოუშვა ოპერაციული სისტემა MS DOS, გრაფიკული გარსიWindows და სხვა მრავალი
პროგრამა
IBM PC ტიპის
კომპიუტერებისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий